„MEGOBARI აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ის რესურსი, რასაც ხარჯავს „ქართული ოცნება”, ფუჭია.
„თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია.
შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, რადგან ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობითა სივრცის ნაწილი, შესაბამისად შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც. აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს “ოცნება”, ყველაფერი არის ფუჭი, “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტი...
ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ა...
კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქ...
ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსე...
Mana press